Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბაღების თანამშრომლებისთვის სასამართლოში ჩივილი თანამშრომლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას გამოიწვევს"

თარიღი : 8-02-2016, 13:36 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის #1 საბავშვო ბაღის ყოფილი გამგის ზაალ ხონელიძის ბრალდებებს ქალაქის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში პასუხობენ. ხონელიძის თქმით, ქუთაისის მერია საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებს.

"ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შეიტანა სარჩელი, რომლის საფუძველზეც ის ითხოვს 2015 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის მასშტაბით ბაღების 4 ფილიალში ჩატარებული გაფიცვის უკანონოდ სცნობა. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად, გაფიცვა არსებობს ორი ფორმის: ერთი- ეს არის კანონიერი გაფიცვა, მეორე კი უკანონო გაფიცვა. უკანონო გაფიცვა გულისხმობს იმას, რომ დასაქმებული დამსაქმებელს 3 დღით ადრე არ შეატყობინებს აღნიშნული ქმედების განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, მათ უნდა აცნობონ შესაბამის სამინისტროს, რომ ის ასეთი ქმედების განხორციელებას გეგმავს. ჩვენ შემთხვევაში ეს შეთანხმებული არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ გაფიცვა იყო უკანონო. სარჩელშივეა მითითებული, რომ ეს იქნება პრეცენდენტული ხასიათის გადაწყვეტილება. მე არ მახსენდება პრაქტიკაში სასამართლოს ემსჯელოს გაფიცვის უკანონობაზე. ეს გამოიწვევს თანამშრომლების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და შემდგომში, როცა გადაწყვეტენ გაფიცვას გაითვალისწინებენ დღევანდელ პრეცენდენტს," - აცხადებს ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე.


ნანახია: 1971-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აკეთებს.
ყოფილი გამგის თქმით, აღნიშნულის მიზეზი გასული წლის 11 დეკემბერს, ბაღი თანამშრომლების მიერ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების
ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ყოფილ თანამშრომლებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ.
ქუთაისის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სამსახურში კაკურიას აღდგენა-არ აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას

ამინდი