ქუთაისში გელათის სამონასტრო კომპლექსის დასუფთავება ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
თარიღი : 8-02-2016, 11:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"დავითობა"-სთან დაკავშირებით, ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" გელათის სამონასტრო კომპლექსის ეზოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და მცენარეული საფარისგან მთლიანად გაიწმინდა.

"დავითობა"-სთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიებების მთავარი ეპიცენტრი კი გელათის სამონასტრო კომპლექსია. ააიპ "სპეციალური სერვისები" ყოველთვის ყურადღებას იჩენს მსგავსი ისტორიული ძეგლების დაგვა-დასუფთავების მიმართ და არა მხოლოდ დღესასწაულებზე. გელათის სამონასტრო კომპლექსის დასუფთავება ჩვენმა ჯგუფებმა გუშინ გვიან ღამით დაიწყეს და დილამდე მუშაობდნენ. მინდა, რომ მთელ საქართველოს მივულოცო დავითობა ჩვენი კომპანიის სახელით და გამთლიანება ვუსურვო," - ამბობს ააიპ "სპეციალური სერვისები"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.