Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლი ყვავილებით შეამკეს

თარიღი : 8-02-2016, 10:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველო დღეს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით, წმინდა მეფის ძეგლი, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსნებთან ერთად ყვავილებით შეამკეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, გელათის მონასტერში, სადაც მეფე დავით აღმაშენებელია დაკრძალული, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმაც მიაგეს.

წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 1125 წელს აღესრულა. აღმაშენებელი დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.


ნანახია: 2853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავითობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
დღესვე, გელათის მონასტერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში, სადაც დავით აღმაშენებელია დაკრძალული, დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩოხოსნები ჩადიან.
8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.

ამინდი