Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში მთაზე თამარის ეპოქის ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს

თარიღი : 8-02-2016, 00:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტოლების თემთან მდებარე მთაზე უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. აღმოჩენის შემდეგ, სამტრედიის გამგებლის ვალერი ფოცხვერიას ინიციატივით, საქმეში სპეციალისტები ჩაერთვნენ. არქეოლოგებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებთან ერთად ტერიტორია შეისწავლეს.

პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ აღმოჩენილია თამარის ეპოქის ეკლესიის ნანგრევები და სამარხი. თუ ვის ეკუთვნის სამარხი და კონკრეტულად რომელი საუკუნის ძეგლის აღმოჩენა მოხდა, ყველაფერი სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ დასკვნის სახით დაიდება. სამომავლოდ პერსპექტივაში გათვალისწინებულია ტოლების თემის მოსახლეობის სურვილის რეალობად ქცევა, კერძოდ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესიის აშენება.

საკითხი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველთან, მეუფე საბასთან და ყველა ინსტანციის ხელმძღვანელობასთან შეთანმხდება.


ნანახია: 1790-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ტოლების თემში, დამეწყრილ ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.
ეკლესიის მშენებლობა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ აკურთხა და პარაკლისი გადაიხადა.
სამტრედიაში, ტოლების თემის მოსახლეობას შესაძლოა სასმელი წყლით დაინფიცირება დაემუქროს.