"ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარების ლობისტი ვიქნები ყველა სახელმწიფო ინსტანციაში"
თარიღი : 7-02-2016, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე მზადაა, ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებისთვის იბრძოლოს. დეპუტატის განცხადებით, ის, როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე გააჟღერებს აღნიშნულ იდეას და მხარდაჭერისა და სათანადო ფინანსების მოპოვებისკენ მოუწოდებს როგორც კომიტეტის წევრებს, აგრეთვე შესაბამის სამინისტროს.
"ქალაქის მიწისქვეშეთი კარსტული მღვიმეებითაა დაფარული, განსაკუთრებით საფიჩხია-ჭახათის მიმდებარე ტერიტორიები. 1956 წელს ქართველი ალპინისტების თვალსაჩინო წარმომადგენლები ალიოშა (ატე) ნემსიწვერიძე, გივი ყალაბეგაშვილი და მთასვლელ-კორესპოდენტი ბონდო მაღლაფერიძე, პეტრე ჭაბუკიანის დახმარებით ჩავიდნენ ერთ-ერთ მღვიმეში და საინტერესო ჩანაწერებიც დაგვიტოვეს მის შესახებ, რომლის სიგრძე რამოდენიმე კილომეტრს აღწევდა. მასში უნახავთ პატარ-პატარა ტბები, ნაკადულები, წყალვარდნილები, სხვადასხვა ზომის დარბაზები, ცხადია სტალაგმიტებითა და სტალქტიტებით შემკულები. რა თქმა უნდა, მიწისქვეშეთის სრული შესწავლა მაშინ ვერ მოხერხდა. 60 წელი გავიდა მას შემდეგ. ამ შესანიშნავი ადამიანების წვლილი დავიწყებას არ უნდა მიეცეს. უნდა ვიზრუნოთ მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე ჩვენს უსაყვარლეს ქალაქში. სავსებით ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ამ იდეის აღორძინებას, ვიქნები მისი ლობისტი ყველა სახელმწიფო ინსტანციაში," - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.
დეპუტატის თქმით, ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარების იდეა მას ნანული ცხვედიანი მიერ გამოცემული წიგნის "გახსოვს, ქუთაისო?"-ს გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.