Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

11 გამონათქვამი, რომელიც უნდა გაიხსენო, როცა დანებებას აპირებთ

თარიღი : 7-02-2016, 14:01 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
არსებობენ ადამიანები, რომელთაც არ ეყოთ ძალა საკუთარი გზით ევლოთ და ახლა სხვა არაფერი დარჩენიათ, უარყოფით გამოცდილებას გვიზიარებენ. გვარწმუნებენ, რომ არც ჩვენ გამოგვივა, რომ სჯობს ისევ სხვებს გავყვეთ, გაუკვალავში სიარულს. არასდროს ენდოთ მათ, ვინც გზიდან მოტრიალდნენ, მათ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. უკეთესია მოვუსმინოთ მათ, ვინც დანიშნულების პუნქტამდე მივიდა, წარმატების მწვერვალს მიაღწია… იმიტომ კიარა, რომ იქ ასული დაენახათ, არამედ იმიტომ რომ იქედან დაენახა მსოფლიო. როცა ფიქრობთ, რომ ყველაფერი ცუდადაა და ხელის ჩაქნევას აპირებთ მათი სიტყვები გაიხსენეთ:

დიად სულებს ყოველთვის უწევდათ საშუალო გონების სასტიკ წინააღმდეგობასთან შეჯახება. ამ უკანასკნელს არ შეუძლია გაუგოს ადამიანს, რომელიც უარს აცხადებს ბრმად მოუდრიკოს ქედი საყოველთაოდ აღიარებულ მცდარ მოსაზრებებს და არჩევს საკუთარი მოსაზრებების თამამად და გაბედულად გამოხატვას – ალბერტ აინშტაინი;
საკუთარი გზით არასწორად სიარული სჯობს, სხვისი გზით სწორად სიარულს – დოსტოევსკი;
თუკი ჯოჯოხეთს გადიხარ, სვლა განაგრძე – ჩერჩილი;
ამ სამყაროს ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სულელები დარწმუნებულნი არიან თავის თავში, ჭკვიანებს კი მუდამ ეჭვი ეპარებათ – ბერტრან რასელი;
როდესაც სხვები ამბობდნენ – ,,რატომ?” მე ვამბობდი – ,,რატომაც არა?” – პაბლო პიკასო;
ამბობენ, შეცდომებზე სწავლობო, ჰოდა, მაცადეთ, შემეშალოს – ჯიმ მორისონი;
ამქვეყნად ბევრი ადამიანია, ვინც გეტყვის რომ ვერ შეძლებ! ამ დროს უბრალოდ უნდა მიუბრუნდე და უთხრა – მიყურე!
ჯერ გაიგნორებენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, ბოლოს იმარჯვებ – მაჰათმა განდი;
თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა – მარტინ ლუთერ კინგი;
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ახლოს იყვნენ მიზანთან ისინი, ვინც დანებდნენ – თომას ედისონი;
იშრომე მანამ, სანამ კერპები მეტოქეებად არ იქცევიან!

და ბოლოს… გახსოვთ ის ბიჭი, რომელიც დანებდა? არც სხვებს ახსოვთ! სამაგიეროდ ახსოვთ ისინი, ვინც არ დანებდნენ.

mental.ge


ნანახია: 2910-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანანა მიქაძე თვლის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დანაშაული შეგნებულად
"მე ყოველთვის მიყვარდა რისკი და გადაზედმეტებული სწრაფვებიც მქონდა მიუღწეველის და შეუცნობელისკენ".
'სკეპტიკოსებს და მათ, ვინც აფხაზების მისამართით გაგზავნილ პოზიტივს აკრიტიკებს,' - ამგვარი სათაურით ავრცელებს მიმართვას
ცალსახად კომპანიების დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ქმნიან სამუშაო ადგილებს, არასწორია, მითუმეტეს შრომის ბაზარზე ყოველთვისაა
"ზასტავა 2015"-ის აღნიშვნასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე პასუხობს.

ამინდი