Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ბიზნესმენი ახლო ხედით,"-რუბრიკის პირველი სტუმარია ზაზა ლომინაძე

თარიღი : 7-02-2016, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ახალ რუბრიკას- ,,ბიზნესმენი ახლო ხედით“. რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
რუბრიკის პირველი სტუმარი კლინიკა ,,ლჯ“-ის დირექტორი ზაზა ლომინაძეა.
დაამთავრა სტავროპოლის სამედიცინო სასწავლებელი და მისი სამედიცინო საქმიანობაც, რომელიც უკვე 28 წელია გრძელდება, სტავროპოლიდან იწყება. სამედიცინო კუთხით საქმიანობის გარდა, ზაზა ლომინაძე აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ცდილობს დრო გამონახოს ჰობისთვის-უყვარს მწყერზე ნადირობა და კაბინეტში რამდენიმე მონადირებულის ფიტულსაც ინახავს.

,,კლინიკა ,,ლჯ“ 2002 წელს დავაარსე ორ მეგობართან ერთად და მიხარია, რომ კლინიკა იმ ადგილზე დავაფუძნე, სადაც ფეხი ავიდგი. აქ ადრე ჩემი ბაღი იყო,“ - განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ზაზა ლომინაძემ.

ზაზა ლომინაძის, როგორც ბიზნესმენის ახლო ხედით გაცნობას topnews.com.ge შემდეგი კითხვარით შეეცდება.

ჩემი პირველი სამსახური იყო - ქალაქ სტავროპოლში,საკონსერვო ქარხანაში,სადაც უნივერსიტეტში მოწყობისთანავე დავიწყე მუშაობა. თუმცა, მანამ პირველი ხელფასიანი სამსახური ჭადრაკი იყო, სადაც სტიპენდიას მიხდიდნენ.

პირველი ხელფასი იყო 180 მანეთი, რომელსაც საკონსერვო ქარხანაში მუშაობისას მიხდიდნენ. უკვე დიპლომირებულ ექიმს კი-110 მანეთი მქონდა ხელფასი.

ახლა რომ აბიტურიენტი ვიყო ისევ სამედიცინოზე ჩავაბარებდი.

სამსახურში მივდივარ 9 საათზე. ყოველ დილით 8 საათზე ვდგები, ბავშვებს სკოლაში ვტოვებ და ამის შემდეგ ვიწყებ სამუშაო დღეს.

სამსახურში დღეს ვიწყებ შემოვლით და პაციენტების დათვალიერებით. თუმცა არის გამონაკლისი დღეებიც ჩემი სხვადასხვა აქტივობებიდან გამომდინარე.

როცა პენსიაზე ვიქნები ისევ დაკავებული ვიქნები ჩემი საქველმოქმედო საქმიანობებით და რა თქმა უნდა, სანამ შევძლებ, არ შევწყვეტ პროფესიულ საქმიანობას.

ყველაზე მეტად მეშინია რომ ექიმობას ვეღარ შევძლებ...რომ კითხვაზე საღ პასუხს ვერ გავცემ...რომ ჩემით ჩემს თავს ვერ მოვუვლი...

ყველაზე ძალიან მინდოდა გამეკეთებინა - დამესრულებინა სადოქტორო ნაშრომი. დასრულებულ ნაშრომზე რუსეთში მითხრეს-,,შენს ზვიადთან დაიცავი დისერტაციაო“ და საქართველოში თანხა მომთხოვეს, რომელიც არ გადავუხადე. ახლა უბრალოდ სამაგისო დრო აღარ მაქვს.

კარიერის მისაღწევად საჭიროა შრომა...დასახული მიზნისკენ სწრაფვა...დროის მაქსიმალურად გამოყენება და უცხო ენების ცოდნა...

საყვარელი სადღეგრძელო- მამა-შვილობის, ჯიშის, ჯილაგის და წესიერების.

ინფორმაციას ვიღებ ყველა არსებული საინფორმაციო საშუალებით, ჩემი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე.

ახლა ვკითხულობ გომელაურის ლექსებს, საიდანაც ყოველ ჯერზე ახალს ვიღებ და პერიოდულად ვუბრუნდები ხოლმე ეგზუპერის ,,პატარა უფლისწულს“.

ქვეყანა, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი - მონაკოში ან ქალაქ ვენაში,თუ ოდესმე საქართველოში სიცოცხლე აღარ იქნება...

ყველაზე კომფორტულად თავს ვგრძნობ სახლში.

ჩემი საყვარელი სპორტის სახეობაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი და ჭადრაკი.

საყვარელი სპორტსმენი -მესის პატივს ვცემ უბრალოების და ნიჭის გამო, მაიკლ ჯორდანი, ბობი ფიშერი და ავტომრბოლელი ნიკი ლაუ-ავტორბოლა ჩემი ბავშვობის გატაცება იყო.

საყვარელი ფეხბურთის გუნდი-თბილისის დინამოს 1981 წლის 13 მაისის გუნდი,რადგან მსგავსი დადებითი ემოცია მას შემდეგ არ განმიცდია. ასევე, ვქომაგობ ბარსელონას.


ნანახია: 2431-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
„ბიზნესბლიცი“- ასე ჰქვია ახალ რუბრიკას, რომელიც იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ topnews.com.ge-მ დაიწყო.
რუბრიკის მიზანია ქუთაისელი ბიზნესმენებისა და საქმიანი ადამიანების საზოგადოებისათვის განსხვავებული კუთხით გაცნობა.
"პირველი ხელფასი იყო 35 ლარი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ ვიცოდი სად დამეხარჯა. თან მეგონა, რომ არ მეკუთვნოდა და ცოტათი
'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა. 'მკითხველი'-ს ოპერატორები მომხმარებლებს სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობენ სხვადასხვა
რუბრიკის მორიგი სტუმარი ,,ქუთაისის უნივერსიტეტი“-ს დამფუძნებელი ლელა ქელბაქიანია.

ამინდი