Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ლეიკემიით დაავადებული ფეხბურთელის დასახმარებლად ქუთაისში კონცერტი გაიმართა

თარიღი : 6-02-2016, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მწვავე მეილოიდური ლეიკემიით დაავადებული ფეხბურთელის, კონსტანტინე ზარნაძის დასახმარებლად საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "წეროები" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, დამწყებმა პოეტებმა, მომღერლებმა და იუმორისტებმა მიიღეს.

"აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა. ორგანიზაცია "წეროებს" აქვს თავისი გვერდი Facebook-ზე, სადაც ძალიან ბევრი სტუდენტია გაწევრიანებული. ამ სტუდენტებს სურვილი აქვთ გააკეთონ კეთილი საქმე და დაეხმარონ როგორც ლეიკემიით დაავადებულ, ასევე სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ამ შემთხვევაში ლეიკემიით დაავადებულ კონსტანტინე ზარნაძეს ვეხმარებით, რომელსაც არ აქვს საშუალება საკუთარი ფინანსებით იმკურნალოს საზღვარგარეთ, ჩვენ კი ამ ფორმით გვინდა გარკვეულწილად დავეხმაროთ მას,"- ამბობს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "წეროები"-ს ხელმძღვანელი თეკლა კიკალიშვილი.

კონცერტზე შეგროვილი თანხა კონსტანტინე ზარნაძის პირად ანგარიშზე გადაირიცხება.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2266-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონცერტი 6 თებერვალს, 17:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება.
საქველმოქმედო ტურნირში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით და თასებით.
ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის თვითმმართველობამ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გასართობ ცენტრში
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივით, ლეიკემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის
სისხლის გაღების აქციაში ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელთან ერთად, ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობის 40-მდე თანამშრომელმა

ამინდი