ქუთაისში საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიხსნა
თარიღი : 6-02-2016, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის სპორტისა სასახლეში ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავჯდომარის, ლევან კირკიტძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ტურნირში, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომეხი გოგონები და ბიჭებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირს ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გოგი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.
"მსგავსი ტიპის ტურნირები ძალიან მნიშვნელოვანია. ტურნირი უკვე საერთაშორისოც გახდა, რადგან სომხეთიც მონაწილეობს. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უფრო მრავალფეროვანი გახდება ტურნირში მონაწილეთა სია. ლევან კიტკიტაძე ცნობილი სპორტსმენი იყო და გვიხარია, რომ მისი სახელობის ტურნირი ქუთაისში იმართება. ფარიკაობა სპორტის უძველესი სახეობაა, ქართველები გამორჩეულები არიან ამ სპორტში და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ტურნილი მაგალითი იქნება იმის, რომ მსოფლიო ჩემპიონები ფარიკაობაში კვლავ გვეყლება ქართველებს,"- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გოგი ჭიჭინაძემ.
ლევან კირკიტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობას სულ 8 გუნდი იღებს.
თამუნა სხულუხია