პაატა ბურჭულაძე: ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ქვეყანა

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა,"- ეს განცხადება საოპერო მომღერალმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ქუთაისში ვიზიტით მყოფმა ბურჭულაძემ "საქართველოს განვითარების ფონდი"-ს ქუთაისის ფილიალი გახსნა, ხოლო ქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ, სასტუმრო "ბაგრატში" მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ სხვადახვა რეგიონის პრობლემებზე ისაუბრა და არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა. მან მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა და მის პოლიტიკურ გეგმებსაც გაუსვა ხაზი.

" ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა. ფონდი 3 თვეში დაუდებს თავის ხედვას სახელმწიფოს და მოვითხოვთ მთავრობისგან ამის შესრულებას, ხოლო თუ არ შეასრულებს, შემდეგ უკვე გადავდგამთ სხვა ნაბიჯებს,"- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
" საქართველოს განვითარების ფონდი"-ს ქუთაისის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი კობა ჩიხლაძე იქნება, ხოლო ფონდის საქმიანობის მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, პაატა ბურჭულაძე მორიგ შეხვედრას ბათუმში გამართავს.
მარუსა ხურციძე