Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, რომ გავყიდო და ჩემი გარდაცვლილი შვილი ათენიდან ჩამოვასვენო“

თარიღი : 6-02-2016, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში მცხოვრები იაკობ ვარდანიძე ხელისუფლებასა და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით, 5 თებერვალს ათენის საავადმყოფოში 34 წლის ახალგაზრდა ქალი ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსით დაიღუპა, თუმცა საშუალება არ აქვს, რომ ცხედარი საქართველოში ჩამოასვენოს.

გარდაცვლილის მამის თქმით, მას საკუთარი საცხოვრებელი სახლიც არ აქვს, რომ გაყიდოს და გადმოსვენების თანხები ამით დაფაროს.

„ჩემს ძმასთან ვცხოვრობ, არც სახლი მაქვს და არც კარი, არ ვიცი როგორ მოვიქცე. 5 თებერვალს, გამთენიისას ათენის საავადმყოფოში ჩემი შვილი გრიპის ვირუსით დაიღუპა. მივმართავ ხელისუფლებას თხოვნით, იქნება როგორმე შეძლონ და გადმოსვენების ხარჯები დამიფარონ, რადგან ჩემი შვილის საფლავი მაინც მქონდეს“, - აცხადებს გარდაცვლილის მამა იაკობ ვარდანიძე.

გარდაცვლილის ოჯახში ბაღდათის მუნიციპალიტეტბის გამგებელი ირაკლი გეგეშიძეც მივიდა. მისი თქმით, ის ცენტრალურ ხელისუფლებას საქმის კურსში ჩააყენებს, თუმცა იმის, გამო, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, გეგეშიძე ვარაუდობს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ოჯახს ვერ დაეხმარება.

„საქმის კურსში ჩავაყენებთ ორშაბათს ცენტრალურ ხელისუფლებას. ოჯახი განცხადებას დაწერს, თუმცა მსგავსი პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე მოქმედებს. თუ ცენტრალური ხელისუფლება ვერ დაგვეხმარება, იქნებ რაღაც თანხები მოვიძიოთ და ადგილობრივი ხელისუფლებიდან შევძლოთ რაიმე სახის დახმარება“, - აცხადებს გეგეშიძე.


ნანახია: 2707-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახი ცხედრის გადმოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.
ემიგრანტის ოჯახი დახმარებას ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს. ნაილი ნემსწვერიძის ქმარი აცხადებს, რომ ოჯახს ქალბატონის გადმოსასვენებლად
ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მცხოვრები ლილუაშვილების ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, მათ საქმის გამოსაძლიებლად და დამნაშავის სიხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ვადა მომავალ
როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი იყო.
გარდაცვლილის ბებიის ქეთო კიკნაველიძის თქმით, მსგავსი ვირუსით ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში ათეულობით პაციენტია მოთავსებული და

ამინდი