"დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისში მგზავრობა უფასო იქნება

8 თებერვალს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. "დავითობა"-სთან დაკავშირებით ცენტრალური მოედნიდან (ე.წ. სვეტებიდან) გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით მგზავრების გადაადგილებას 3 ერთეული მიკროავტობუსი (08:30 სთ-დან 14:00 სთ-მდე) უზრუნველყოფს. როგორც ქალაქის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრობა უფასო იქნება.
ცნობისთვის, "დავითობა"-სთან დაკავშირებით ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ცნობისთვის, "დავითობა"-სთან დაკავშირებით ქუთაისში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.