ქუთაისელი ახალგაზრდების გართობაზე ქალაქში გახსნილი ახალი ლაუნჯ-ბარი იზრუნებს
თარიღი : 6-02-2016, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

ქუთაისში არსებულ გასართობ დაწესებულებებს კიდევ ერთი ახალი ბარი „ლაუნჯ–ბარი ვერტიგო“ შეემატა. რუსთაველის #6–ში მდებარე ბარი თბილისიდან მოწვეულმა ჯგუფმა „Life Bell“-მა გახსნა. „ლაუნჯ–ბარ ვერტიგო“-ში აცხადებენ, რომ ის ქუთაისში პირველი ბარია, რომელშიც ახალგაზრდებს კლუბური მუსიკის მოსმენა და გართობა შეეძლებათ.
„ჩვენი ბარი კლუბური სიტუაციისაა. გვაქვს ასევე უგემრიელესი კოქტეილები და გემოვნებიანი მუსიკა, სხვადასხვა არომატის ჩილიმი. ხშირად გვეყოლება მოწვეული საინტერესო ჯგუფები. უახლოეს მომავალში კი ჩვენს სტუმრებს შევთავაზებთ ცეკვისა და მუსიკის კარაოკესა და სხვადასხვა გათამაშებითაც გავანებივრებთ,“-აცხადებენ „ლაუნჯ–ბარი ვერტიგო“-ს ადმინისტრაციაში.
მირიან გოგებაშვილი