Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დავითობა 2016"-ის პროგრამა

თარიღი : 6-02-2016, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
8 თებერვალს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება. "დავითობა"-სთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. topnews.com.ge ღონისძიებების პროგრამას გაგაცნობთ.

09:30 საათი- გელათის აკდემიაში პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია „დავითის ეპოქა და თანამედროვეობა“ გაიმართება.
10:00 საათი-დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება.
11:00 საათი- დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება.
12:00 საათი-გელათის აკადემიაში პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენცია „დავითის ეპოქა და თანამედროვეობა“-ს მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართება.
12:00 საათი- ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ფოიეში გამართავს გამოფენას სახელწოდებით- ,,დავითობა-გელათის სამონასტრო კომპლექსი 1870-2015 წწ’’.
12:00 საათი- მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში საქველმოქმედო რესპუბლიკური ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ფესტივალი ,,დავითობა’’ გაიმართება.
12:30 საათი- გელათის აკადემიაში აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ მომზადებული ლიტერატურული კომპოზიცია- ,,ასე იწყებოდა დიდი საქართველო’’ და ფილმის ჩვენება გაიმართება.
14:00 საათი- ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ომარ ლანჩავას მონოგრაფიის -,,ქუთაისის არქეოლოგია" პრეზენტაცია გაიმართება.
16:00 საათი-ოპერის თეატრში ტარიელ ხარხელაურის საღამო ჩატარდება.
18:00 საათი- მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენა ქართული ესტრადისა და თეატრის მსახიობების მონაწილეობით გალა-კონცერტს უმასპინძლებს.


ნანახია: 2929-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნება.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებების სიას წარმოგიდგენთ.
კონცერტი 30 დეკემბერს, 16:00 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში

ამინდი