პაატა ბურჭულაძე ქუთაისის მოსახლეობას შეხვდება
თარიღი : 5-02-2016, 19:47 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მეცენატი პაატა ბურჭულაძე 6 თებერვალს ქუთაისის მოსახლეობას შეხვდება. როგორც topnews.com.ge-ს ბურჭულაძის პრესსამსახურიდან აცნობეს, მოსახლეობასთან შეხვედრის გარდა, საოპერო მომღერალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“-ს ქუთაისის ოფისსაც გახსნის. ღონისძიება 16:00 საათზე, სასტუმრო "ბაგრატი 1003"-ში არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, მოქალაქეები საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და სხვა თემების განხილვაში ჩართოს, დანერგოს დიალოგის, ურთიერთობისა და თანამშრომლობის კულტურა ძალიან რადიკალიზებულ და დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში.