ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქალბატონი ათენში გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა. არსებული ინფრომაციით, ელისო ვარდანიძე გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით გუშინ საღამოს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვარდანიძეების ოჯახი გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს. ელისო ვარდანიძე ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის.
topnews.com.ge ბაღდათის გამგებელს ირაკლი გეგეშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, მას როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალიტეტიც დაეხმარება.
"ცოტა ხნის წინ გავიგე, სოფლის გამგებელმა დამირეკა. თუ ოჯახი სოციალურად დაუცველია, მას სახელმწიფო დაეხმარება, ასევე დავეხმარებით ჩვენც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ხვალ ვაპირებ მივიდე ოჯახში,"- აცხადებს ირაკლი გეგეშიძე topnews.com.ge-სთან საუბრისას.