"ქუთაისისთვის 2015 წელი კულტურის მხრივ წარმატებულ იყო"
თარიღი : 5-02-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

არასამთავრობო ორგანიზაციებს და საკრებულოს დეპუტატებს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილებამ გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.
როგორც კულტურის განყოფილების წარმომადგენლებმა პრეზენტაციისას აღნიშნეს, 2015 წელი კულტურის მხრივ ქალაქისთვის წარმატებული წელი იყო. ბიუჯეტი გასულ წელს 889 200 ლარს შეადგენდა. მთელი წლის მანძილზე კულტურის განყოფილებამ ასამდე პროექტი დააფინანსა. ასევე, მერიის მხარდაჭერილ პროექტებში იყო 20-ზე მეტი კონცერტი, 15-ზე მეტი საიუბილეო საღამო, 10-ზე მეტი გამოფენა, 5-ზე მეტი კონკურსი და 4 ფესტივალი.
მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილება მიმდინარე წელს პროექტების გაზრდას გეგმავს.