Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"9 თვის ფეხმძიმე ცოლი ქმარმა სცემა,ცერებრალური დამბლით დაბადებული შვილი კი მიატოვა"

თარიღი : 5-02-2016, 17:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს გარშემო იმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვენ. თითოეული შემთხვევა საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგანაც ხშირად ოფიციალური გზით აღმოჩენილი დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდება- ხოლმე.

განსაკუთრებით მძიმეა 6 წლის გოგონას მდგომარეობაც, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ოჯახი, მეგობრები და ოჯახისთვის უცხო ადამიანები წლებია იბრძვიან.

თამუნა მექვაბიშვილს თანდაყოლილი ცერებრალური დამბლა, ხოლო თავში კისტა აქვს. სათანადო მკურნალობის არარსებობის გამო, გოგონას პერიოდული ეპილეფსიური შემოტევებიც გაუხშირდა.

„გოგონას ბოლო გამოკვლევა ერთი წლის წინ ჩაუტარდა და თუ ოჯახმა მედიკამენტების ყიდვა შეძლო, დღესაც იმ წამლებს იღებს, რაც ერთი წლის წინანდელი გამოკვლევებისას დაუნიშნეს. თამუნამ ტრამვა მუცლადყოფნისას მიიღო, როცა 9 თვის ფეხმძიმე ცოლი ქმარმა სცემა. ხოლო შემდეგ ცერებრალური დამბლით დაბადებული შვილი და მეუღლე მიატოვა. დღეს თამუნას მამას სხვა ოჯახი ჰყავს და ამათთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვეტილი აქვს.

ამჟამად თამუნა დედასთან და უფროს დასთან ერთად ავტოქარხნის დასახლებაში, ქვრივ დეიდასთან ერთად ცხოვრობს. მათი შემოსავლის წყარო პენსია და სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარებაა, რომელიც 24 თვის წინასწარ აქვთ გამოტანილი. უკვე 3 თვეა ბინის ქირისა და კომუნალური ხარჯების დაფარვაში მეგობრები ვეხმარებით. გარდა ამისა, გოგონას ახალი გამოკვლევები სჭირდება. პირველ ეტაპზე, მხოლოდ თავზე გადაღებისათვის, რათა ზუსტი დიაგნოზი დაისვას, 800 ლარია საჭირო. ამიტომ, ამ ოჯახისათვის საზოგადოების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“- განაცხადა Topnews.com.ge-სთან საუბარში ოჯახის მეგობარმა მურკა როხვაძემ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 3029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
7 წლის გოგონას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. გოგონა ვერც საუბარს ახერხებს.
ქუთაისში მცხოვრებ 35 წლის გოგონას ლეიკემიის დიაგნოზი 4 თვის წინ დაუსვეს.
24 წლის გოგონას ოსტეობლატოკლასტომა-ქვედა ყბის სიმსივნე აღმოაჩნდა.
გოგონას დედა აცხადებს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, შვილს, სიძე გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.

ამინდი