ახალი სპორტული მოედნები ქუთაისში და მერიის საჩუქრები ახალგაზრდებს
თარიღი : 5-02-2016, 17:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში თორმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო. სამი მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დვალთან და საფიჩხიის, გუმათის და ავტოქარხნის მაჟორიტარებთან ერთად დაათვალიერა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოედნებზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ბურთები და ფრენბურთის ბადე გადასცეს. დეპუტატებმა ბექა ყანჩელმა, ნიკა ლატარიამ და ზაზა ლომინაძემ კი ახალგაზრდებს მოედნის მოწყობას სხვა ტერიტორიაზეც დაპირდნენ. 2016 წლის ბიუჯეტში ქალაქის მერიამ აღნიშნული მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურსაფარიანი გაკეთდა.
,,მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ ერთეულში იყოს კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი, თუმცა აუცილებელია ასევე მისი მოვლა, ამიტომ მომავალი წლის ბიუჯეტში ჩავდეთ მოვლა პატრონობისთვის გარკვეული თანხები. ასევე, წელს გავზარდეთ ბიუჯეტი, რათა კიდევ მეტი მოედანი მოვაწყოთ. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ახალგაზრდების მთავარი საკითხი სწორედ მარტივი ტიპის მოედნების კეთილმოწყობა იყო,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.