რამდენად გამჭვირვალეა იმერეთის მუნიციპალიტეტების საქმიანობა?
თარიღი : 5-02-2016, 14:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპს უგულებელყოფენ, - კვლევის შედეგებს ''საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო'' ასაჯაროებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს იმის დადგენა წარმოადგენდა, რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა თვალი ადევნოს იმერეთის მუნიციპალიტეტების მუშაობას. დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილს დღემდე არ მიუღია დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის შესახებ. გამახვილდა ყურადღება იმაზეც, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებს ( ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია) ვებ-გვერდზე არ აქვთ მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც დაინტერესებულ მოქალაქეებს სასურველი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობი"-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ რომ ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებენ სიახლეებს. ასევე, შედარებით აქტიურები არიან ზესტაფონის, თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება ბაღდათის, ვანისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს, ისინი სიახლეებს ერთ კვირიანი ინტერვალით აქვეყნებენ. ხონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდმა კი სიახლეების გამოქვეყნება 2016 წლის 2 იანვრიდან დაიწყო.
'' საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო"-ს იურისტი ანი სალდაძე აღნიშნავს, რომ შეფასების კრიტერიუმები მინიმალურად იყო შემცირებული. ყურადღება მუნიციპალტეტის ბიუჯეტის, შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმიანობის გასაჯაროებას ექცეოდა. ორგანიზაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ოფიციალური ვებ-გვერდების გამართული ფუნქციონირება, გამოაქვეყნონ შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
აღნიშნულ კვლევაში ვერ მოხვდა ქუთაისი, რადგან ის თვითმმართველი ქალაქია.
''ქუთაისს მივუძღვნით ცალკე კვლევას. ალბათ განსხვავებული იქნება შეფასების კრიტერიუმები. ძირითადი ყურადღება კვლავ მოქალაქეების ინფორმაციით უზრუნველყოფას დაეთმობა,'' - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო"-ს ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე.
ნათია სვანიძე