Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ხარაგაულის გამგებელი პასუხობს

თარიღი : 5-02-2016, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ 4 თებერვალს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„მსურს განვაცხადო, რომ აბსურდული სიცრუეა ყველა ის ბრალდება, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხარაგაულში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებას წაუყენეს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გამოიყო. გაწეულია უპრეცენდენტოდ დიდი სამუშაოები. გამოვყოფდი ახლად აშენებულ ამბულატორიას, საბავშვო ბაღების მშენებლობას, გზების მოასფალტებას, საავადმყოფოს მშენებლობას, იუსტიციის საზოგადოებრივ სახლებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტებსა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს.

ამ ფონზე, ხარაგაულში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბარი, არასერიოზულ განცხადებად მიმაჩნია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ალბათ დიდხანს იკვლევდნენ ხარაგაულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რათა მასში ხარვეზები ეპოვათ. თუმცა, საინტერესოა, რომ 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებიდან, მათ მხოლოდ 900 ლარისა და 5 ათასი ლარის პროექტებს აღმოუჩინეს ვითომდა ხარვეზები.

აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ სოფელ თეთრაწყაროში წყლის სათავე ნაგებობა უფრო დაბალზეა, ვიდრე მიმღები რეზერვუარი. განმარტებისთვის - ამ ფორმითაც არის შესაძლებელი წყალი მიეწოდოს რეზერვუარს. არსებობს თანამედროვე საქაჩი ტუმბო, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აიტანს წყალს და ასეც ვგეგმავთ, რაც პრობლემას არ წარმოადგენს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრაწყაროში „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით წყლის სისტემა მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა წყლის სათავე ნაგებობა და წყლის საცავი რეზერვუარი. პროექტის ღირებულება 14 ათასი 995 ლარია. აღნიშნული პროექტი წყლის დებეტის ნაკლებობის შემთხვევებში, სოფლისათვის დამატებითი რესურსის მისაწოდებლად განხორციელდა. სოფელ თეთრაწყაროში, ამჟამად სასმელი წყლის 5 მოქმედი და ერთი სარეზერვო ავზი ფუნქციონირებს. სოფელს ამ ეტაპზე წყლის მიწოდების პრობლემა არ გააჩნია.

2011 წელს, ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის მემორიალური დაფა დაიდგა. 2015 წელს „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის" ფარგლებში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალისათვის, მოეწყო დეკორატიული ღობე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლინდა ხარვეზი შესრულებულ სამუშაოში, რის გამოც შემსრულებელს მკაცრად მიეთითა ხარვეზის გამოსწორება. შემსრულებლის განცხადებით, მითითება შესრულებული იქნება უახლოეს დღეებში პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნის (დეკორატიული მავთულბადის მოწყობა) შესაბამისად.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებას - 2015 წლის ნოემბრის სტიქიის შედეგად, სოფელ ლეღვანში, მწყობრიდან გამოვიდა ხიდ–ბოგირი, რომელიც მდინარე ლეღვნულაზე გადის და, რომლითაც მოსახლეობა სოფლის სახნავ–სავარგულებს და საძოვრებს უკავშირდება. ნოემბრის სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად ცენტრალური ხელისუფლებისგან, მუნიციპალიტეტისათვის 145 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხიდან სოფელ ლეღვანში მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი მოეწყო, ამისათვის 4 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები პროექტით განსაზღვრულ ვადებში განხორციელდა. ამ დროისათვის ხიდ–ბოგირი გამართულია და მას სოფლის მოსახლეობა საჭიროებისამებრ იყენებს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ ჟურნალისტებისათვის წარდგენილ ფოტო მასალებს, იგი სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდეა გადაღებული და ხიდ-ბოგირის ამჟამინდელ მდგომარეობას არ ასახავს.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დამატებით მინდა ვაცნობო, რომ მათგან წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული ხარაგაულის მოსახლეობა კარგად ხედავს ვინ ანგრევდა წლების განმავლობაში მათ მომავალს და ვინ აშენებს!," - აცხადებს ხარაგაულის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 2327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი, გამგებლის მოადგილეები, პაატა გოგოლაძე, დავით დევდარიანი, თემურ ჩხეიძე

ამინდი