ქუთაისში მამაკაცმა ქუჩაში თავი ჩამოიხრჩო

ქუთაისში, ქუჩაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ცხედარი ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა მოქაალაქეებმა დილით, სახლიდან გამოსვლის შემდეგ აღმოაჩინეს. მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა საპატრულო პოლიციას შეატყობინეს. ამ დროისათვის გარდაცვლილი ვინაობა უცნობია. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.