ქუთაისში მწყობრიდან გამოსული სანიაღვრე არხები იცვლება
თარიღი : 5-02-2016, 11:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, "ტექნობუმის" მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. შეიცვალა ძველი მილები, რომლებიც ჩასილული, მწყობრიდან გამოსული იყო და ნალექის დროს წყალს არ ატარებდა. მათ ნაცვლად ქუჩაზე ახალი, გოფრირებული მილები დამონტაჟდა. სამუშაოებს, რომელიც გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, პროცესი ეტაპობრივად, მსგავსი საჭიროების მქონე ყველა ქუჩას შეეხება.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, პროცესი ეტაპობრივად, მსგავსი საჭიროების მქონე ყველა ქუჩას შეეხება.