Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება

თარიღი : 5-02-2016, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროს განცხადებით, "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ქუთაისი-კიევის მიმართულებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან კვირაში მე-4 სიხშირეს დაამატებს, ხოლო 4 ივნისიდან ავიარეისები ყოველდღიურად შესრულდება.

"ასევე "ურალის ავიახაზები" 24 თებერვლიდან მეორე, ხოლო 1-ელი აგვისტოდან მესამე სიხშირეს ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ამატებს. ავიარეისები 24 თებერვლიდან ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო 1-ელი აგვისტოდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. დღევანდელი მდგომარეობით, უკრაინული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას 07:15 საათზე, ხოლო "ურალის ავიახაზები" - ყოველ შაბათს, 21:00 საათზე", - აცხადებენ სამინისტროში.


ნანახია: 1682-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს დღეიდან ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა
“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ (FlyUIA) ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით რეგურალური ავიარეისების განხორციელებას 18
ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლეებლი.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2016 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, მგზავრთნაკადი 20%-ით
მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

ამინდი