Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სპორტი თუ სკოლის ატესტატი–ქუთაისელი მოსწავლეები არჩევანის წინაშე დგებიან

თარიღი : 4-02-2016, 21:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საჯარო და სპორტული სკოლების დირექტორებმა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2016 წლის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. საჯარო სკოლის წარმომადგენლები სპორტსმენი მოსწავლეებისათვის სათანადო გრაფიკის დადგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოსწავლეები დგებიან არჩევანის წინაშე– სპორტი თუ სკოლის ატესტატი. კანონის შესაბამისად, თუ მოსწავლე გაცდენების რაოდენობის 30 % ს დააგროვებს, მას გამოცდის ექსტერნად ჩაბარება უწევს.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი აწესებს გარკვეულ რეგულაციებს, ჩვენგან წავა ინიციატივა შესაბამის უწყებებში, რათა დამატებითი ზომები იქნას მიღებული ამ პრობლემის მოსაგვარებლად,“- განაცხადა ქუთაისის მერიის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ მანანა მანაგაძემ.

შეხვედრის ბოლოს კენჭისყრა ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ გამოვლინდა რომელი სკოლები სპორტის რა სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2078-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩემპიონატი 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში, ტალინში ჩატარდება.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.

ამინდი