როგორ ვიშოვოთ თანხა უხარისხო ქაღალდის ჩაბარებით და გადავარჩინოთ ბუნება?

ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა მისი დამზადების წესი ასეთი იყო: ხის მერქნისაგან მიღებულ მასას მავთულის ბადეზე დებდნენ და აბრტყელებდნენ, ამიტომ ფურცლებზე სინათლეზე შესამჩნევი გადამკვეთი ზოლები შვეულად და თარაზულად აისახება.
შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქაღალდის გამოყენება შეამცირა, მაგრამ მისი როლი დღესაც უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა წარმოებასა თუ დაწესებულებაში. ამიტომაც, სპეციალისტებმა უამრავი ხერხი და მეთოდოლოგია შეიმუშავეს, რომლითაც ძველ, უხარისხო ქაღალდებს ახალი, ვარგისიანი ქაღალდის ან მისგან დამზადებული ნივთების შესაქმნელად იყენებენ.
,,ძველი, უხარისხო ქაღალდის ჩაბარებით შეგიძლიათ იშოვოთ თანხა, თან შეამციროთ მოჭრილი ხეების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად აგვარიდებს თავიდან ბუნებრივ კატაკლიზმებს,“-განაცხადა შპს ,,სოკრატე+“-ის დირექტორმა შოთა იობიძემ.
ბოლო დროს სოციალურ ქსელსა თუ ბანერებზე ხშირად გვინახავს წარწერა: ,,ვიბარებ მაკულატურას“. მეორადი ქაღალდის წარმოება აქტიურად დაიწყეს იმერეთშიც. კერძოდ, ,,სოკრატე+“ მოსახლეობას სთავაზობს შემდგომი გადამუშავებისათვის წარმოებაში მიიტანონ მათთვის უხარისხო და გამოუსადეგარი ქაღალდი, რაშიც კომპანია 1 კილოგრამზე 10 თეთრს იხდის.
კომპანია თავისივე ქაღალდის გადამამუშავებელ საწარმოში უხარისხო ნედლეულისგან A4 ფორმატის ქაღალდს ამზადებს, რომელიც ისევ იმერეთის ტერიტორიაზე ვრცელდება.
კომპანია ,,სოკრატე +“ მომხმარებელს პერიოდულად გარკვეულ აქციებსაც სთავაზობს. კერძოდ, თვეში ორჯერ, მხოლოდ ჩაბარებულ გაზეთებზე, 1-დან 15 რიცხვის ჩათვლით, კომპანია მომხმარებელს 10 თეთრს, ხოლო 15-დან თვის ბოლომდე 20 თეთრს უხდის. ასევე, კომპანია გთავაზობთ ადგილზე მისვლის სერვისს, მომხმარებლის სურვილისა და ჩასაბარებელი ნივთების რაოდენობის გათვალისწინებით.
კომპანია ,,სოკრატე+“-ის მაკულატურის მიმღები პუნქტები ფუნქციონირებს ორ ადგილზე: ქუთაისსა და თერჯოლაში.
მისამართებია: ქ.ქუთაისი, იოანე პეტრიწის ქუჩა #6 და ქ. თერჯოლა, აღმაშენებლის გამზირი, სადგურის მიმდებარე ტერიტორია.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია: 571 05 40 62.