Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ჰერცეპტინით“ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობა დაფინანსდება

თარიღი : 4-02-2016, 17:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და პრეპარატ ,,ჰერცეპტინის“ მწარმოებელ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული პრეპარატი მთელი საქართველოს მაშტაბით გაიაფდება.

,,ჰერცეპტინი“ განიხილება როგორც მკურნალობის აუცილებელი კომპონენტი HER2-დადებითი ძუძუს კიბოს სამკურნალოდ დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში ძუძუს კიბოს 1300-მდე შემთხვევა ვლინდება. გამოვლენილი შემთხვევებიდან 20—25 % ს ჭირდება სპეციფიური და ძვირადღირებული მკურნალობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,წინა წლებში,სრულყოფილი სამკურნალო კურსის ჩატარება დაახლოებით 80 ათასი ლარამდე ღირდა.შარშან ეს ღირებულება 50 ათას ლარამდე გაიაფდა, წელს კი სრული სამკურნალო კურსის ჩატარება ქალბატონებს 7000 ლარამდე დაუჯდებათ, -ჯანდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წამლის ღირებულების 80 % აფინანსებს.

,,მოვუწოდებ ქალბატონებს გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა რაც საქართველოში წლებია არსებობს.კერძოდ, სკრინინგი და ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, როცა გამოჯანმრთელების შანსი ბევრად უფრო მაღალია“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება აფთიაქების სია,რომელშიც ძუძუს კიბოს სამკურნალოდ საჭირო პრეპარატები ფასდაკლებით გაიყიდება. ქალბატონებმა უნდა წარმოადგინონ ე.წ. ფორმა #100, აიღონ ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან და შემდეგ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ადმინისტრირებისთვის.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ, დამატებითი შეღავათები გავრცელდება.


ნანახია: 2585-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი HER-2 დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირებისთვის,
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს
აღნიშნული დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

ამინდი