"ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს"
თარიღი : 4-02-2016, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჟდომარე ლევან ბერძენიშვილი საინფორმაციო სააგენტო "Topnews"-თან საუბრისას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინებზე, "ქართული ოცნების" მიერ დაშვებულ შეცდომებსა და კოალიციის მთავარ მიღწევებზე საუბრობს.
"ქართული ოცნება" დღეს მთლიანად რეკონსტრუირდება და გაირკვევა, რომელი პოლიტიკური პარტიები იქნებიან კოალიციაში, ვინ იქნებიან მისი წარმომადგენლები ქართულ პოლიტიკაში. "ქართულ ოცნებას" რჩება დიდი შანსი არჩევნებში გამარჯვების, თუმცა ეს უნდა გამოიყენოს. იქნებიან ახალი სახეები, ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდება ჩვენი პარტიის რიგებში",- ამბობს ლვან ბერძენიშვილი.
პარლამენტის წევრის თქმით, კოალიციის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მან მიზნად მიხეილ სააკაშვილის გადაგდება დაისახა.
" ეს არ არის პოლიტიკური ამოცანა, ეს აუცილებელი იყო, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ამიტომ "ქართული ოცნების" სისუსტე იყო ის, რომ კოალიცია ძალიან დიდხანს ლაპარაკობდა "ნაციონალურ მოძრაობა"-ზე და იმაზე, რომ ისინი ცუდები არიან. რაც უფრო მალე დავივიწყებთ "ნაციონალურ მოძრაობა"-ს და გადავალთ საქმეზე, უკეთესია, რადგან მათთან კამათში ჩვენ დრო დაგვეკარგა,"- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე "ქართული ოცნების" ყველაზე დიდ მიღწევად ევროკავშირთან ვიზალიბერლიზაციის ხელშეკრულების დადებას და საყოველთაო დაზღვევას ასახელებს.
"საყოველთაო დაზღვევის შედეგად ავადმყოფები გაჩდნენ ქვეყანაში იმიტომ, რომ მანამ იმალებოდნენ. ეს პროგრამა მრავალმხრივ საინტერესოა. ვიზალიბერალიზაცია და ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა კი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ წელს ჩვენი ჩვეყნის მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროპის ქვეყნებთან, ეს არის ევროპული მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან იქნება შესაძლებელი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გადაადგილება 2016 წლის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ",- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.