Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისის პარლამენტის შენობა აბსოლუტურად გაურკვეველი პროექტია

თარიღი : 16-10-2013, 11:25 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რა ფუნქციას მიიღებს ქუთაისის პარლამენტის შენობა მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება? პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თბილისში სავარაუდოდ თებერვალში დაბრუნდება. პარლამენტის თბილისში დაბრუნებას გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრემიერიც. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალ მთავრობას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუ როგორ გამოიყენებს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას. ,,ქუთაისის პარლამენტის შენობა დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალი მთავრობისთვის, არ ვიცით როგორ და რაში გამოვიყენოთ. აბსოლუტურად გაურკვეველი პროექტია, მშენებლობა მიდიოდა და პროექტი მერე ეწეოდა. მსგავსი ბევრი გაუაზრებელი მშენებლობები იყო, რომელსაც ბიზნესმენებს ავალებდნენ," – განაცხადა ივანიშვილმა. როგორც commersant.ge-ს იმერეთის გუბერნიაში განუცხადეს, საკითხი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე უნდა გადაწყდეს და საბოლოო ვერდიქტი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების შესახებ სწორედ პარლამენტმა უნდა გამოიტანოს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განმარტებით კი საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებისთვის პარლამენტს 100 ხმა სჭირდება და ამ დროისთვის მათ 2 ხმა აკლიათ, რომელსაც დიდი ალბათობით ვერ მიიღებენ. „პარლამენტის დაბრუნების საკითხი მხოლოდ დავით უსუფაშვილის გადასაწყვეტი არაა, ჯერ კიდევ აკლიათ 2 ხმა, ვერაფერს სასიხარულოს ვერ ვხედავ იმაში, რომ საკანონმდებლო ორგანო შესაძლოა თბილისში დაბრუნდეს, ამით მხოლოდ განვითარებულ დედაქალაქს მივიღებთ, სადაც 10–15 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მოიყრის თავს,“ - აცხადებს ბობოხიძე. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადებით, ქუთაისი ინვესტორებისთვის არამიმზიდველ ქალაქად აქცია და ბიზნესს სტაბილურობის განცდა დაუკარგა, თან იმ ფონზე, როდესაც ქუთაისში 22 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. ბობოხიძის თქმით, პარლამენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადებები რომ არ გაკეთებულიყო, ქუთაისში ბიზნესმენების ნაწილს უკვე გარკვეული პროექტები ექნებოდა დაწყებული, თუმცა, მისივე განცხადებით, პრემიერმა და მისმა გუნდა ბიზნესი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, რა შეიძლება განთავსდეს პარლამენტის შენობაში საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბუნების შემდეგ, უმცირესობის წამომადგენელს პასუხი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ასევე შეაჩერა ბათუმის „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ პროექტი. უნივერსიტეტის მაღლივ შენობაში ბიზნეს–ცენტრის განთავსება იგეგმება. ამ შენობის შესაძლო ფუნქციაც დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი რჩებოდა და დღემდე უცნობია, კონკრეტულად როგორ მოხდება შენობის დატვირთვა – რომელი კომპანიები განთავსდება მასში. ასევე შეგახსენებთ, რომ ეს ორი შენობა ახალ ხელისუფლებას წინა მთავრობის მიერ განხორციელებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის მაგალითებად მოჰყავს. ამასთან, გაურკვეველია, რა ბედი ეწევა პრეზიდენტის რეზიდენციასაც. საუბარია მასში „პრეზიდენტ ჰოტელის“ ან ხელოვნების მუზეუმის განთავსების შესახებ, თუმცა შეკითხვა – რა ფუნქციის მატარებელი იქნება პრეზიდენტის რეზიდენცია მომავალი პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ? – კვლავ პასუხგაუცემელია.

commersant.ge


ნანახია: 2326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს.
პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ახალი ლოგო დაამტკიცეს. ამ ეტაპზე არსებულ ლოგოზე
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, ქალაქში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიისა და სტატუსის მქონე ადამიანები ქვეყნის
გამოკითხულთა 50% პარლამენტის თბილისში გადატანას უჭერს მხარს. ასევე, 50% საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენის მომხრეა.

ამინდი