Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"შესანიშნავი პირველი ხმა აქვს,"-როგორ აფასებენ იმერეთის გუბერნატორის საქმიანობას?

თარიღი : 4-02-2016, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გივი ჭიჭინაძის დანიშვნიდან ერთი წელი გავიდა. საინფორმაციო სააგენტო Topnews-ი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებმაც გუბერნატორის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაფასეს.

პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს წარმომადგენლის გოგი წულაიას განცხადებით, გუბერნატორის მიერ რაიმე სახის განხორციელებულ აქტივობას ვერ ხედავს. მისივე თქმით, "ესაა ადამიანი, რომელსაც გააქვს ეს ცხოვრება. სხვებისაგან განსხვავებით, არც გაუკეთებია და არც გაუფუჭებია რაიმე,"-აცხადებს წულაია.

გოგი წულაიას განცხადებას უერთდება "ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელი. დავით წიტაიშვილი მიიჩნევს, რომ გუბერნატორის მიერ გაკეთებული არც არაფერი უნახავს და არც არაფერი უგრძვნია.

''ჭიჭინაძის პოლიტიკური მოღვაწეობის პლიუსებსა და მინუსებს არც მე და არც ქალაქი არ ვიცნობთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შესანიშნავი პირველი ხმა აქვს. აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კონცერტში, გასართობებსა და ქეიფებში,'' ამგვარად აფასებს გუბერნატორის ერთ წლიან მოღვაწეობას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე. მისივე თქმით, გუბერნატორის ინსტიტუტი არაფრის მომტანია.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი სამსონ გუგავა აცხადებს, რომ გივი ჭიჭინაძის რომელიმე კონკრეტულ აქტივობას ვერ იხსენებს.

''ეს არის ტიპიური პრემიერ- მინისტრის წარმომადგენლობა, რომლის მიზანია გავლენა მოახდინოს მოახლოებულ არჩევნებზე. ჩემი აზრით, მილიონები არ უნდა იხარჯებოდეს ამ ინსტიტუტის შენახვისათვის. თუ "ლეიბორისტული მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, აღნიშნული უწყება გაუქმდება," - აცხადებს სმსონ გუგავა.

იმერეთის გუბერნიაში მოსალოდნელ საკადრო გადაადგილებებსა და გუბერნატორის ცვლილებაზე მედიასაშუალებებში ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორ აფასებთ იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მუშაობას?
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ.
გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 29 იანვარს მიიღო.
გუბერნატორის მიერ შესრულებული სიმღერებით აღფრთოვანებულები დარჩნენ გამგებლები, რომლებმაც ჭიჭინაძეს შესანიშნავი მამულიშვილი, მის
არასამთავრობო ორგანიზაცია 'საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის' ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ქვეყანაში გუბერნატორების
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს იმერეთის გუბერნიაში განუცხადეს.

ამინდი