ლევან ბერძენიშვილი: ნატოს წევრობა არ აგვცდება

სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი"-ს ოფისში საქართველოს პარლამენტის წევრი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი სტუდენტებს, ორგანიზაციის წევრებსა და მისი სხვადასხვა პროექტის მონაწილეებს შეხვდა. საუბრის თემას "საქართველო და ევროინტეგრაგია" წარმოადგენდა. მოწვეულმა სტუმარმა აუდიტორიისთვის საინტერესო და დღეს აქტუალურ თემებზე ისაუბრა. ლევან ბერძენიშვილის თქმის, ქართველები ევროპელები ვართ და ამას როგორც ჩვენი ისტორია, ასევე გეოგრაფიული მდებარეობაც ადასტურებს.
"ჩვენ გვინდა ევროპა იმიტომ, რომ ავირჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად გაგვიკეთებს იმას, რაც გვჭირდება. პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს ბრენდის სახელი, მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ მას აქვს ძალა, ეს არის ევროპა. ე.წ. დასავლური სამყარო დღეს ყველაზე წინ წასული და მოწესრიგებულია,"-ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
" ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს თავისუფალ ვაჭრობას ევროპის ქვეყნებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულად წინ წასულები ვართ და ასევე გაგვაჩნია ვალდებულებები. მე თუნდაც იმიტომ ვგულშემატკივრობ ვიზალიბერალიზაციას, რომ ევროპაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი წავიდეს და დაინახოს განსხვავება,"- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ევროპა და აშშ საქართველოს ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაეხმარა ფინანსურად და მატერიალურად.
მოწვეული სტუმრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის იქითკენ, რომ იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ამ კუთით შემტევ პოლიტიკას ეწევა, თუმცა როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ქვეყანა გვერდს ვერც რუსეთთან ურთიერთობა აუვლის. მოწვეულმა სტუმარმა ასევე დადებითად შეაფასა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება.
შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ნატოზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატოს ამჟამინდელი შეფასებით, საქართველო აკმაყოფილებს მის მოთხვნებს, განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით.
"ნატომ თქვა, რომ საქართველო იქნება ნატოს წევრი, ოღონდა დრო არ დაუკონკრეტებია. არ მინდა ამ სიტყვებით ვთქვა, მაგრამ ნატოს წევრობა არ აგვცდება. ევროპასთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაცია მათ ინტერესებში უფრო შედის. ჩვენი ახალგაზრდები ევროპელები არიან და სწორედ მათი არჩევანია ევროპა,"- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
თამუნა სხულუხია