Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისთან ახლოს ავარიას 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თარიღი : 4-02-2016, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისთან ახლოს, ე.წ. მუხრანის ტყესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმის მკვიდრი 24 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მამაკაცი ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა როგორც TOPNEWS.COM.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მისი დაკავება სამართალდამცავებმა შემთხვევიდან მალევე შეძლეს.

"24 წლის იყო გარდაცვლილი. მოსკოვიდან მოდიოდა. თბილისის მარშუტკამ "საღორიაზე" დატოვა, სადაც ცოლი უნდა დახვედროდა. ცოლი რომ მივიდა,ძირს დაგდებულ იდახვდა. ორი წლის შვილი დარჩა. სახლი ჰქონდათ ახალი ნაყიდი, აწყობდნენ და უხაროდათ, მაგრამ ეს უბედურება დაატყდათ თავს. როგორც ვიცით, ბრალდებული 19 წლის ბიჭია და მთვრალი იყო," - განუცხადეს TOPNEWS.COM.GE-ს გარდაცვლილის ახლობლებმა.

ცნობისთვის, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2012 წელს საქართველოში 5359 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, 2013 წელს 5510, ხოლო 2014 წელს 5992.


ნანახია: 5689-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -
ქვეითად მოძრავ მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.

ამინდი