Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თამარ სანიკიძემ ქუთაისში სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

თარიღი : 4-02-2016, 11:34 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია.

უწყების ცნობით, ასევე დასრულდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა, რაც მრავალრიცხოვანი სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დიდი სტადიონი მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტის რამდენიმე სახეობაში ვარჯიშის საშუალებას მისცემს. სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

გასულ წელს, იმერეთის რეგიონში 107 სკოლის რეაბილიტაციაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა, სოფელ ზედა ვანში აშენდა ახალი სკოლა, სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ მუხურაში. მიმდინარე წელს დაიწყება ტყიბულის მე-7 საჯარო სკოლის მშენებლობა, მომზადდება ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პროექტი, იმერეთის რეგიონის 19 სკოლაში ექიმის კაბინეტი მოეწყო, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი მერხებით სკოლების აღჭურვის პროცესი.


ნანახია: 1823-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეცნობა.
განახლებული სპორტული დარბაზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დაათვალიერა და სკოლის მოსწავლეებსა
როგორც ხარაგაულის გამგებელი განმარტავს, პროქტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016-2017 სასწავლო წლების სამოქმედო გეგმაში
სოფელ ჯვარისას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით სოფლის ამბულატორიასა და ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.

ამინდი