"გირჩი" ოფისების გახსნას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს

"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩი"-ს ლიდერები იმერეთის რაიონული ოფისების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ქუთაისის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ასევე განიხილეს "გირჩი"-ს მიერ საზოგადოებისათვის სხვადასხვა დროს შეთავაზებული საკითხები. ზურაბ ჯაფარიძე დღეს იმერეთის რეგიონის 6 ოფისის წარმომადგენელს შეხვდა.
"უახლოეს მომავალში "გირჩი"-ს რაიონული ორგანიზაციები გაიხსნება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის იმერეთშიც. საზოგადოებას და მედიას ოფისების ხელმძღვანელებს უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ," - აცხადებს "გირჩი"-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი.