Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

თარიღი : 3-02-2016, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შევიდა:გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებული კანონი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებას ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ დამატებით სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს.

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა:
ყოველ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვებზე 2 წლის განმავლობაში -200 ლარი.სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეზრდებათ ვაუჩერი.

ამოქმედდა საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგს:
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისაგან 10 წლის ვადით.

2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შემდეგი შეღავათები:
მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით;სპეციალური რეგიონალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით. სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი.დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისათვის- სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისათვის- სახელმწიფო პენსიის ოდენობით. მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება გათბობით.

2017 წელს ძალაში შევა შემდეგი ინიციატივა: ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%; მიწის ნაკვეთი თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან. ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს.


ნანახია: 2485-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
2016 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი სულ 40 მუნიციპალიტეტის 1582 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა.

ამინდი