ვანის გამგებელი:უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში
თარიღი : 3-02-2016, 16:04 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ვანის მუნციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ საკუთარ კაბინეტში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ის პროექტი განიხილეს, რომელიც სსიპ „მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრისა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით 2014 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ პროექტს- „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“, N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნატო მჟავია ხელმძღვანელობს.
პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა შეხვედრაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის თემაზე მომზადებული ნამუშევარი წარმოადგინეს. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.
გამგებელმა ზაზა ხურციძემ მათ ყველა შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა: რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.
'სწორედ ამიტომ, მე მუდმივად მზად ვარ, რომ მხარი დავუჭირო ახალგაზრდების საინტერესო ინიციატივებს," - განაცხადა გამგებელმა.