Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კულტურის და სპორტის ააიპების შემდეგ ქუთაისის მერია კონკურსს ბიბლიოთეკებში ჩაატარებს

თარიღი : 3-02-2016, 15:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერია კულტურისა და სპორტის ააიპებში ჩატარებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. ქუთაისის ვიცე-მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, ტესტირება წარმატებით ჩააბარა 59 ადამიანმა, რომლებიც კონკურსის ბოლო ეტაპს, გასაუბრებას 6-7 თებერვალს გაივლიან.

კონკურსზე ჯამში 546 აპლიკაცია იყო წარდგენილი. მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. I ეტაპი- საბუთების გადარჩევა , II ეტაპი- ტესტირება და მე-ე ეტაპი გასაუბრება.
პირველადი მონაცემებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე 46 მონაწილე გადავიდა, თუმცა გასაჩივრებისა და საპრეტენზიო კომისიის მუშაობის შემდეგ კონკურსანტებს კიდევ 10 ადამიანი დაემატა.

"სულ შემოვიდა გასაჩივრების 5 განცხადება. აპლიკანტებს შეეძლოთ 2 დღის განმავლობაში დაეფიქსირებინათ თავიანთი პრეტენზია. ასევე, სამ საკითხში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. საბოლოოდ, საპრეტენზიო კომისიამ კონკურსანტების მხარე დაიჭირა,"- აცხადებს კონსტანტინე ქავთარაძე.

ვიცე-მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ატესტაცია იგეგემება საჯარო ბიბლიოთეკებშიც.

ნათია სვანიძე


ნანახია: 2064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვიცე-მერის განცხადებით, კონკურსები გაგრძელდება და პროცესი ეტაპობრივად ქალაქის მერიას დაქვემდებარებულ ყველა არაკომერციულ,
მურღულიას განცხადებით, ტესტირების ეტაპზე 902 ადამიანი გადავიდა, თუმცა მათგან ტესტირებაზე მხოლოდ 796 ადამიანი გამოცხადდა. აქედან
მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს გასაუბრება 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ.
7 კაციანმა კომისიამ ვიცე-მერებად თენგო თოფურიძე, კონსტანტინე ლომიძე და გია შარაბაძე აირჩია.
აქციის მონაწილეთა თქმით, მათ კონკურსის ყველა ეტაპი გაიარეს, თუმცა თანამდებობებზე ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ვერც
ატესტაციას კი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 29 თანამშრომელი ექვემდებარება.

ამინდი