Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2015 წელს ავარიის შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 28 ბავშვი

თარიღი : 3-02-2016, 14:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა, 9187 კი დაშავდა. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების 2012-2015 წლების სტატისტიკა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" მიაწოდა.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.
უფრო კონკრეტულად, 2012 წელს საქართველოში 5359 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, 2013 წელს 5510, ხოლო 2014 წელს 5992.

2012 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 605 ადამიანი დაიღუპა, 2013 წელს 514, 2014 წელს 511, 2015 წელს კი წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით გაიზარდა და 602 შეადგინა.

გაზრდილია დაშავებულების რაოდენობაც. 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს 8045, 2014 წელს 8536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა და 9187 შეადგინა.

2015 წელს დაღუპულთა შორის 160 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა კი 1998-ია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა შორის 28 ბავშვი იყო. 912-ს შეადგენს დაშავებული ბავშვების (0-16 წლამდე) რაოდენობა.

2015 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მხოლოდ დედაქალაქში 90 ადამიანი დაიღუპა, 3834 კი დაშავდა. თბილისში დაღუპულებს შორის 43, დაშავებულებს შორის კი 1305 ქვეითია.

ipn.ge


ნანახია: 1393-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი
როგორც ცნობილია, მამაკაცი ქვეითად მოძრაობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა.
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით

ამინდი