Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში 107 დეპუტატი მივიდა

თარიღი : 3-02-2016, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებით გამოდის.
სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რადგან დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ტარდება.

სახელმწიფო მეთაურის მოსასმენად პარლამენტში 107 დეპუტატი მივიდა, რადგან რეგისტრაცია სწორედ ამ რაოდენობის პარლამენტარმა გაირა.

რაც შეეხება სტუმრებს, პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის გამოსვლას ესწრება უშუალოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მოსიების წარმომადგენლები. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნას საპასუხო გამოსვლებით ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ.
პარლამენტში სულ 12 ფრაქციაა და შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ამდენივე გამომსვლელი იქნება.

2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის ეს პრეზიდენტის ბოლო სტუმრობაა.


ნანახია: 2152-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარლამენტში, ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე 21 თებერვლის პლენარულ სესიაზე წარდგება.
ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურება, მეუფის თქმით, მარგველაშვილმა სწორი
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენენ.
პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშით წარდგომასთან დაკავშირებით ქუთაისში დილიდან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ამინდი