რეგიონების პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ავტომობილები გადაეცათ

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, შს სამინისტროს რეგიონის პოლიციის დეპარტამენტებს სამინისტროს კუთვნილი 25 ახალი ავტომანქანა გადაეცათ. რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მაღალი გამავლობის „ფორდ რეინჯერის“ მოდელის ავტომანქანებით შეივსო.
შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართლდამცველების სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო.
ახალი ავტომანქანები რთული რელიეფის მქონე ადგილებში, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში, პოლიციელების ეფექტური და ადვილი გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი.