,,პარკინგსერვისის" საჩუქარი შშმ მძღოლებს
თარიღი : 3-02-2016, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში არსებული შპს "პარკინგსერვისი" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მძღოლებს საჩუქრებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"თუ თქვენ ხართ ავტომობილის მფლობელი და სარგებლობთ შშმ პირთა სპეციალური პარკინგსადგომით, სადაც აუცილებელია ავტომობილზე განთავსებული იყოს შესაბამისი შშმ პირთა საცნობარო ნიშანი, დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე- 310 310 ან მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, მოგვაწოდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დაკუმენტი. "პარკინგსერვისი" დღეიდან ყველას საჩუქრად გადასცემს საცნობარო ნიშანს- სტიკერს, რომელსაც ჩვენი კურიერი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე სახლში მიუტანს,"–ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, შპს "პარკინგსერვისი" ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელმაც ქუთაისის მასშტაბით პარკირების სისტემის გამართვა უნდა უზრუნველყოს.