ჩინელი ინვესტორები ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობას გეგმავენ
თარიღი : 3-02-2016, 12:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე აკეთებს. მისი თქმით, ამ დროისთვის ჩინურ კომპანიასთან მიდის მოლაპარაკებები, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც ჩინური მხარე 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ნიბლაძის განცხადებით, გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინულ კომპანიასთან, რომელიც ზონაში პლასტმასის სხვადასხვა პროდუქციის წარმოების დაწყებას გეგმავს. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება ამ დროსთვის უცნობია, თუმცა, ნიბლაძის განმარტებითვე, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდება.
აქტიურად მიდის მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორისაა ავტომობილების ნაწილების სფერო. ნიბლაძე აცხადებს, რომ ზოგადად, ქუთაისის ინდუსტრიული ზონისადმი ინტერესი საკმაოდ მზარდია, თან იმის გათვალისწინებით, რომ თიზ-ს აქტიური მარკეტინგული კამპანია ჯერჯერობით არ დაუწყია.
ქუთაისში "ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. ჩინური კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.
commersant.ge