Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნამახვან ჰესების კასკადის ასაშენებლად ხელისუფლება ინვესტორს არჩევს

თარიღი : 3-02-2016, 12:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში მითიტებულია, რომ ნამახვან ჰესების კასკადის პროექტზე გაიცა პირობიანი ნებართვა გასულ კვირას გაიცა და მშენებლობის ნებართვის აღების შედეგად, პროექტში ინვესტირება გახდა უფრო მიმზიდველი და ნაკლებად რისკიანი.

"პროექტის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 730 მლნ აშშ დოლარია და ის წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდ. რიონზე ხორციელდება. პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ზრდას, მოსახლეობის დასაქმებას, შეიტანს წვლილს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში და დამატებით წარმოქმნის 433 მგვტ ელექტროენერგიას, რომელიც მთლიანად დარჩება საქართველოში.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, 2015 წლის 24 დეკემბერს გამოცხადდა ინვესტორის შერჩევა პროექტის მფლობელის – სს „ნამახვანის“ აქციონერის, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ. დაინტერესებული ინვესტორები წინადადებებს წარმოადგენენ არაუგვიანეს 2016 წლის 7 აპრილისა. პროექტის განხორციელების მოდელად შერჩეულია – „მშენებლობა-ფლობა-ოპერირება,“-ნათქვამია განცხადებაში.

ინვესტორების კანდიდატები პროექტის განხორციელებისთვის საჭირო გამოცდილების და ფინანსური რესურსის შესაბამისად შეირჩევიან, ხოლო გამარჯვებულად გამოცხადდება ის ინვესტორი, რომლის მიერ საქართველოს მთავრობისათვის შეთავაზებული ტარიფი იქნება ყველაზე დაბალი. გამარჯვებული ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან გააფორმებს იმპლემენტაციის ხელშეკრულებას, რის შემდეგ, ის ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ააშენოს და მართოს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური.


ნანახია: 2442-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი