ხონის სოფელში არსებულ უძველეს ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადასცეს
თარიღი : 3-02-2016, 11:52 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოფელ ნახახულევის ბიბლიოთეკას საჩუქრად 500-ზე მეტი წიგნი გადმოსცა. აქცია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნოემბრის თვეში გამოაცხადა და მას კულტურის სამინისტრო, სხვადასხვა გამომცემლობები, მწერლები, პოეტები, ქუთაისის ოლიმპიური კომიტეტი, ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები, სკოლები, მასწავლებლები, წიგნის მოყვარულები, ბიბლიოთეკის გულშემატკივრები გამოეხმაურნენ. ნახახულევის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 700 ახალი წიგნით გამდიდრდა.
აღნიშნული ბიბლითეკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. ისტორიული წყაროების მიხედვთ მე-19 საუკუნეში გამართულად ფუნქციონირებდა და ბევრი მკითხველიც ყავდა.
დღესვე, გიორგი კეკელიძემ და მწერალმა გიორგი კაკაბაძემ დაათვალიერეს ხონის ცენტრალური და საბავშვო ბიბლიოთეკები, შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთავარ ბლიოთეკასთან არსებული „ლიტერატურული სალონის“ წევრებს.
ხონის ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის გამდიდრების მიზნით, მსგავსი შინაარსის აქციები მომავალშიც იგეგმება.