Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მანდილი"–მომღერალ ქალთა გუნდი ხარაგაულში

თარიღი : 2-02-2016, 23:57 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ხარგაულის კინოთეატრში ქალთა ვოკალურ ანსამბლ „მანდილი"-ს კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ნომრები ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური საკრავების თანხლებით წარმოადგინეს.

„მანდილი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ (ხელმძღვანელი ხათუნა მანჯავიძე) მიერ შექმნილი პროექტია და იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მომღერალ მანდილოსნებს აერთიანებს.

„დღეს ანსამბლ „მანდილის“ დებიუტი შედგა. მონაწილეებისთვის ამ კონცერტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ანსამბლის წევრები ძირითადად სოფლის მაცხოვრებლები არიან. მათთვის სიმღერა ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ ცხოვრება გაიხალისონ. ვფიქრობ, დღეს მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები,“ - ამბობს ანსამბლის ლოტბარი ალეკო კახიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა მანჯავიძემ პროექტის მიზნებზე ისაუბრა და ანსამბლს სამომავლოდ წარმატებები უსურვა: - „პროექტის მიზანია პოზიტივი შეიტანოს იმ ქალბატონების ცხოვრებაში, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. ანსამბლში ისეთი მანდილოსნები არიან, რომელთაც ძალიან უნდოდათ სიმღერა. დღევანდელ კონცერტს სპონსორი არ ჰყოლია. ჩვენი მიზანია, დავანახოთ საზოგადოებას, რომ ასეთი ინიციატივებით შესაძლებელია შევცვალოთ და გავაფერადოთ ცხოვრება ჩვენს ირგვლივ“.


ნანახია: 1428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხარის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლის უხუცეს წევრებს საჩუქრები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს
კონცერტზე 11 ქართული ხალხური სიმღერა და 14 ქორეოგრაფიული ნომერი შესრულდა.
ანსამბლს, რომელიც ესპანეთში ფოლკლორულ ფესტივალზე იმყოფებოდა  დაბრუნებისას პრობლემები შეექმნა.
კონფერენციაზე „ქალი და სამყარო“ კლუბის წარმომადგენლებმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

ამინდი