ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ 2015 წელი შეაჯამა
თარიღი : 2-02-2016, 20:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.განყოფილების წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან გასული წლის გამოწვევებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე პრიორიტეტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამართული ღონისძიებები დასახელდა.
''გარდა ტრადიციული შეჯიბრებებისა, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება, ჩვენ დავამატეთ ახალი სასკოლო ტურნირები, ტურნირები წყალბურთში და ა.შ. ამასთანავე, 2016 წელს დაიწყება მწვრთნელების გადამზადების პროგრამა,''- აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მანანა მანაგაძე.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, 2015 წლის ბოლოს უკვე ჩატარდა წლის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ქალაქის სპორტული მიღწევები იქნა განხილული.მისივე თქმით, გასული წელი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და ქალაქში სპორტული ცხოვრება ნელ-ნელა აქტიურდება.
''მივესალმები იმ ფაქტს, რომ მერიის სამსახურები ანგარიშვალდებულად თვლიან თავს, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ. მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია სიღრმისეულად შევაფასოთ ეს ყველაფერი, რადგან მასალები არ იყო წარმოდგენილი წერილობითი სახით,''- აცხადებს "სამართლიანი არჩევნები"-ს რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სპორტის განყოფილების მთლიანი ბიუჯეტი 628 500 ლარს წარმოადგენდა. ახალი, 2016 წლის წლის ბიუჯეტი 696 500 ლარს შეადგენს.
ნათია სვანიძე