"საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა უახლოვდება"

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის პრეზიდენტის დავით ხიზანიშვილის განცხადებით, ქვეყანა საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობის კლების მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
ხიზანიშვილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ასაჯაროვებს და აცხადებს, რომ "2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. აღწერის შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა რაოდენობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც წინა 2002 წლის აღწერის ( 4 371 535 კაცი ) შედეგთან შედარებით 14,7 პროცენტით (641 900 კაცი ) ნაკლებია.
საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა უახლოვდება, ამიტომაც საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდს ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება საზოგადოების და ბიზნესმენთა მხარდაჭერა და დახმარება, რომ ჩვენ შევძლოთ ეფექტური მუშაობის გაგრძელება, მთელი ქვეყნის მაშტაბით და ერთგულად ვემსახუროთ ხალხს," - აცხადებს დავით ხიზანიშვილი.