Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ივანიშვილმა მურღულიას ქუთაისის მაჟორიტარობაზე უარი უთხრა"

თარიღი : 2-02-2016, 16:53 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის #1 საბავშვო ბაღის გამგე ზაალ ხონელიძე აცხადებს, რომ ქალაქის მერს შოთა მურღულიას ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ქალაქისც მაჟორიტარ დეპუტატობაზე უარი უთხრა.

,,2016 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქუთაისის მაჟორიტარობისთვის ქალაქის მერმა შოთა მურღულიამაც გადაწყვიტა ებრძოლა, რომ ამით კორუფციული სქემების აბლაბუდას, მრავალი უკანონო გათავისუფლებისა და არაკომპეტენტური კადრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის გამო გამოწვეულ სკანდალებს გარიდებოდა და საკუთარი მომავალი პარლამენტარის იმუნიტეტით დაეცვა, რადგან როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, სავარაუდოდ არაერთ საქმეზე მოუწევს მას სასამართლოს წინაშე წარდგომა. ამ განზრახვით მურღულია ბიძინა ივანიშვილს ესტუმრა. აუდიენციის ხელშემწყობი და ორგანიზატორი გახლდათ თბილისის მერი დავით ნარმანია. როგორც ექსპერტების კვლევები ადასტურებს, დავით ნარმანია და შოთა მურღულია აბსოლუტურად იდენტური სქემით მოქმედებენ მათზე მინდობილი ქალაქების აღმშენებლობის საკითხებში. ივანიშვილმა მურღულიას ურჩია იმ საქმისთვის მიეხედა, რაც ჩააბარეს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ქუთაისიდან უკვე მურღულიას ბევრი ,,თანაგუნდელი“ საყვედურით მიდის ყოფილ პრემიერთან და აკრიტიკებს ქუთაისის მერს გაუაზრებელი ქმედებებისათვის, რაც საბოლოოდ ,,ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალ დამარცხებას გამოიწვევს ქუთაისში. ქუთაისში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვი იზრდება, გაღიზიანებული ადამიანების დიდი ნაწილი მერს იმპიჩმენტით ემუქრება. ასევე იზრდება სასამართლოში მერიის მიერ წაგებული საქმეების ოდენობა,” - აცხადებს ზაალ ხონელიძე.

ცნობისთვის, ზაალ ხონელიძე ქალაქის მერს თანამდებობის დატოვების შემდეგ დაუპირისპირდა. ხონელიძემ ქუთაისის მერი ჯერ საბავშვო ბაღებში უხარისხო საკვები პროდუქტების შეტანაში დაადანაშაულა, ხოლო შემდეგ კი მურღულიას მიერ მაჟორიტარობისათვის მზადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. თავად მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს ასე უპასუხა:

"არანაირი შემოთავაზება არ მქონია ამ საკითხზე. მე საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა მაქვს და სრულიად კმაყოფილი ვარ ქუთაისის მერობით. რაც შეეხება გუნდის გადაწყვეტილებას, გუნდური მოთამაშე ვარ და თუ რაიმე იქნა, ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მხოლოდ განხილვა. ჩემი სურვილი, ინიციატივა ან მოთხოვნა, ვიყო ქუთაისის მაჟორიტარი, არ არის,“ - განაცხადა მურღულიამ.


ნანახია: 3084-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას პასუხობს.
მერი ბაღის ყოფილი გამგის ბრალდებებს პასუხობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნომერ პირველი ბაგა-ბაღის ყოფილმა დირექტორმა ზაალ ხონელიძემ გააკეთა.
მურღულიას თქმით, „ნაციონალებმა“ დღეს მორიგი სიცრუე გაავრცელეს ქუთაისში პარლამენტის მიმართ მის პოზიციასთან დაკავშირებით.
ბაგა-ბაღის ხელმძღვანელის თქმით, უხარისხო პროდუქტებთან დაკავშირებით, ის ქალაქის ხელმძღვანელობას სისტემატიურად აფრთხილებდა,
მურღულიას თქმით, ის წელს შვებულებაში სამი დღით იმყოფებოდა.

ამინდი