ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სოციალურ პროგრამებზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა
თარიღი : 2-02-2016, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხარაგაულის მუნციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 თვის მონაცემებით, 636 931 ლარია დახარჯული. აღნიშნული თანხიდან, 540 631 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 14 პროგრამის განსახორციელებლად გამოყო. ჯამში გამგეობა 2 809 ადამიანს დაეხმარა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, სოციალური პროგრამები 2016 წელსაც გაგრძელდება. გამგებლის განმარტებით, მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია ოპერაციების, სამედიცინო მომსახურების, სამედიცინო კვლევების, მედიკამენტოზური, სარიტუალო, შშმ პირების, ახალშობილთა ოჯახების, 100 წელს გადაცილებულთა, სადღესასწაულო, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარებები.