Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მძღოლები შპს „პარკინგ სერვისის“ მიერ დაწესებულ გადასახადებს აპროტესტებენ

თარიღი : 2-02-2016, 14:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მძღოლები შპს „პარკინგ სერვისის“ მიერ დაწესებულ გადასახადებს აპროტესტებენ.

მძღოლების თქმით, 5 თებერვლიდან მძღოლი, რომელიც „პარკინგ სერვისის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ავტომობილს გააჩერებს და აბონიმენტი აღებული არ ექნება, 10 ლარით დაჯარიმდება.

ახალი მოსაკრებლის თანახმად, მსუბუქ ავტომობილს წელიწადში 40 ლარის, ტაქსის მძღოლს კი 365 ლარის გადახდა მოუწევს.

„მუშაობა ისედაც არ გვაქვს. ქუთაისის მერია კი დამატებით გადასახადებს გვახდევინებს. წელიწადში 365 ლარი ძალიან დიდი თანხაა და ამ თანხის გადახდას, მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში მანქანა გავაჩეროთ, ვერ შევძლებთ," - აცხადებს ტაქსის მძღოლი პაატა ნანავა.

"ეს არის ამ ქალაქის გაღლეტვა. ოჯახს ტაქსის მძღოლობით ვარჩენ. შეუძლებელია დღეში ერთი ლარი და წელიწადში 365 ლარი პარკინგ სერვისისთვის გადავიხახადო,"- ამბობს ვარლამ გოტიაშვილი.

"პარკინგ სერვისის" მიერ დაწესებულ გადასახადებს ოპოზიციურ პარტიებში ეხმაურებიან. ქალაქის საკრებულოს წევრის ამირან ძოწენიძის თქმით, ქუთაისის მერიამ ტაქსის მძღოლები დაბეგრა, რაც კანონით დაუშვებელია.

„კანონის თანახმად, ტაქსის მძღოლები დაბეგრილები არ არიან. ქუთაისის მერიამ კი იმხელა გადასახადი დააწესა, რომ ფაქტობრივად ქუთაისში ტაქსის მძღოლობა იბეგრება. ეს არის დაუშვებელი და აუცილებლად უნდა მოხდეს ფასის კორექტირება,“, - აცხადებს ქალაქის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ამირან ძოწენიძე.

ქუთაისის მერიასა და შპს "პარკინგსერვის"-ში აცხადებენ, რომ პარკირების ახალი სისტემით ქალაქის ბიუჯეტში დამატებით მილიონნახევარი ლარი შევა. რაც შეეხება პარკირების საფასურს, კომპანიაში თვლიან, რომ ტარიფები მინიმალურია, ხოლო თუ მძღოლების გაღიზიანება მაინც მოხდა, შესაძლოა ტარიფების გადახედვაზე იმსჯელონ.


ნანახია: 2741-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მძღოლები მიიჩნევენ, რომ მათთვის დაწესებული პარკირების ყოველწლიური გადასახადი- 365 ლარი ძალიან ძვირია.
მძღოლები ტაქსის მომსახურების დაბალ ტარიფს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან, ქუთაისი მერიამდე სიგნალებით მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით, მათ ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება

ამინდი